საუბარი აივანზე, სასმელთან ერთად.
ანი ჩემთან რომ გამოდის, ბევრ რამეზე გვიწევს საუბარი, ზოგჯერ ისეთზეც აქამდე მხოლოდ ჩვენ თავთან რომ გვიმსჯელია. ასეთი საღმაო იყო გუშინდელიც. ჰამაკში ჩამჯდარი, თემა შეცვალა და უცებ მითხრა:
– იცი ზოგჯერ ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება აქამდე სხვების ნაბიჯებით იმართებოდა, მაგრამ მაინც გვიან შევძელი ამის აღიარება საკუთარ თავთან, აი ახლა კი შენც გეუბნები.
ცოტა მეუცნაურა, ასეთი ახლობელი სიტყვების სხვისგან მოსმენა. მეც ხომ ახლაც ვცდილობ მისგან თავის დაღწევას.
– ხო, მეც მიფიქრია მაგაზე, და აღმოვაჩინე, რომ ყველას თავისი ვერსია აქვს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ’კარგი შვილი‘, ’წარმატებული გოგო‘ თუ ’სანიმუშო მოქალაქე‘. ამდენ ხმაურში კი, ჩემი საკუთარი სურვილების გაგონება წლების შემდეგაც კი მიჭირს.
ვთქვი და მღელვარებამ დაიკლო, ზოგადად რაღაცეების აღიარება ყველას გვიჭირს, მთავარი პრობლემაც ეგ არის, არ ვარქმევთ ფაქტებს შესაბამის სახელებს.
- აღიარება დამეხმარა - ღიმილით შემომხედა ანიმ.
მეტი ამაზე მაგ დღეს აღარ გვისაუბრია, მაგრამ ორივემ გადავდგით ნაბიჯი წინ და ესეც საკმარისი აღმოჩნდა ახალი ხედვისთვის.
ამ საუბარმა დიდხანს არ დამტოვა. მივხვდი, რომ ყველას გვაქვს სადღაც შიგნით ეს პატარა, ჩუმი კომპასი, საიდანაც ვიწყებთ “ნეტავ რა მინდა?”-ზე ფიქრს, როცა თავისუფალი ნება იბადება.

0 კომენტარი