მიყევი ნებას.

სივრცე შენი ავტონომიისთვის, შენი სხეულისა და თავისუფლებისთვის.

ნება – ეს არის ქალი, რომელიც ყოველდღიურად სწავლობს და სხვებსაც უზიარებს ცოდნას.

ჩვენ გვჯერა, რომ იყო ძლიერი არ ნიშნავს უმკლავდებოდე ყველაფერს უშეცდომოდ. ეს ნიშნავს გქონდეს სისუსტეები, განიცდიდე შიშს ან სირცხვილს, მაგრამ არ მალავდე მათ; პირიქით, საუბრობდე ღიად, ეძებდე გზებს და მიჰყვებოდე შინაგან ნებას საკუთარი თავისა და სხვების გასაძლიერებლად.

ჩვენს სოციალურ და ეკონომიკურ რეალობაში ქალის სექსუალობაზე, სხეულის შეცნობასა და თვითმოვლაზე საუბარი კვლავ ტაბუდადებულ თემად რჩება. „ნება“ ცდილობს თითოეული საჭირბოროტო და ტაბუირებული თემა წინ წამოწიოს არა აგრესიით, არამედ პროფესიონალური დიალოგით, კითხვა-პასუხითა და ურთიერთგაზიარებით. ეს არის სივრცე, სადაც ჩვენ არა მხოლოდ ვასწავლით, არამედ თავადაც ვსწავლობთ ქალების ყოველდღიური გამოცდილებიდან.

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეფუძნება ქალების მიმართ პატივისცემას, სითბოს და სიამაყეს.

ეს არის სივრცე შენი ავტონომიისთვის, შენი სხეულისთვის და შენი თავისუფლებისთვის.

მიყევი ნებას.

პატივისცემა

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ქალების მიმართ ღრმა პატივისცემასა და სითბოზეა დაფუძნებული

გახსნილობა

ჩვენ გულახდილად ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რაზეც ხშირად არ საუბრობენ

გაძლიერება

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქალი იმსახურებს თავისუფლად, თავდაჯერებულად და თავისი ცხოვრების მმართველად იგრძნოს თავი

ეს შენი სივრცეა. შენი სხეული. შენი თავისუფლება.

პირველმა გაიგე ახალი კოლექციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ.